დიდი რაოდენობით და ხანგრძლივად მიღებისას, ალკოჰოლი ადამიანის ორგანიზმს ანადგურებს და ბევრი უკურნებელი დაავადების მიზეზი ხდება. მცირე რაოდენობით კი ის სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებაა.
არყის საშუალებით, შეგიძლიათ, ბევრ დაავადებას უმკურნალოთ სახლის პირობებში.
მაგალითად:
ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს კარგია არყისა და მჟავე კომბოსტოს წვენის ნარევის დალევა.
პირველი და მეორე ხარისხის დამწვრობის დროს, დაგეხმარებათ ყურძნის თბილი ღვინის და არყის ნარევის საფენები.
ანგინის დროს, ერთ სადილის კოვზ კრაზანას დაასხით ჭიქა-ნახევარი მდუღარე წყალი და გააჩერეთ ორთქლზე ათი წუთით. გააცივეთ, გადაწურეთ და დაამატეთ დინდგელის 10-პროცენტიანი სპირტხსნარი – ერთ ჭიქა ნაყენზე 50 წვეთი. ეს ხსნარი გამოივლეთ ყელში.
თრომბოფლებიტის დროს, 1 ჭიქა არაყში ჩაყარეთ 20 გრამი დაქუცმაცებული ცხენის წაბლი (კანის გარეშე). გააჩერეთ 5 დღე ბნელ ადგილას. დროდადრო შეანჯღრიეთ, გადაწურეთ და მიიღეთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, 30 წვეთი, წყალთან ერთად. კარგია ვარიკოზის დროსაც.