ჩვენი ინფორმაციით, უარის გამო, სვიმონიშვილს საკუთრებაში არსებული კომპანიების ფინანსური შემოწმებით და სოლიდური ჯარიმებით დაემუქრნენ.
წყარო ამტკიცებს, რომ რამდენიმე დღეში შემოსავლების სამსახური სს “წყალი მარგებელი”-ს ოფისს ესტუმრება.
მიხო სვიმონიშვილი “გურია ნიუსთან” საუბრისას აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ მას არანაირი შეთავაზება არ მიუღია:
_ ჩემთან მაგ თემაზე საუბარი არ ყოფილა. შესაბამისად, შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი კანდიდატურა არ განიხილება. რაც შეეხება შემოსავლების სამსახურის “წყალი მარგებელში” შესაძლო სტუმრობას, ესეც არ შეეფერება სინამდვილეს, _ გვითხრა სვიმონიშვილმა და დასძინა, რომ ამ ეტაპზე ბიზნესით არის დაკავებული.
_ “მარნეულის სასურსათო ქარხანაში” ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, ხალხი დასაქმდა და ქართული პროდუქცია ბაზარზე გავიდა. აი, ამ საქმით ვარ ახლა დაკავებული და ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი საქმეა, _ დასძინა სვიმონიშვილმა.