დღეს სოფლელი ქალების საერთაშორისო დღეა, რომელიც (International Day of Rural Women), შეახსენებს საზოგადოებრიობას, თუ რამდენად ფასეულია ამ ქალების შრომა და რამდენად არის მათგან დავალებული მთელი მსოფლიო.
ამ დღის თარიღად 15 ოქტომბრის დაწესების იდეა გაჩნდა გაეროს ქალთა მე-4 კონფერენციაზე, რომელიც 1995 წელს გაიმართა პეკინში. მისი მიზანი იყო სოფლად მცხოვრები ქალებისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი გამხდარიყო ხარისხიანი სამედიცინო დაზღვევა, კრედიტები და განათლება. გარდა ამისა, მსოფლიო საზოგადოებას კარგად უნდა გაეცნობიერებინა, რამდენად დავალებულია სოფლელი ქალბატონებისგან.