გუშინ, გვიან ღამით, თბილისში, ორთაჭალაში 32 წლის ტრანსგენდერს ფიზიკურად გაუსწორდნენ. იგი ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულების რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დაშავებულის ახლობლები დანაშაულისათვის კვალიფიკაციის შეცვლას მოითხოვენ. მომხდარზე კომენტარი მთავარ პროკურატურაში კეთდება:
„შსს-მ დაიწყო ფაქტზე გამოძიება, რომელსაც საპროცესო ზედამხედველობას უწევს პროკურატურა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური პირველადი და გადაუდებელი მოქმედებები. დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და ამოღებულია დანაშაულის იარაღი _ დანა, რომელიც გადაიგზავნა ექსპერტიზაზე. ასევე მიმდინარეობს ტერიტორიაზე დამონტაჟებულ ვიდეო კამერების ჩანაწერების დათვალიერება. გამოძიების შედეგები შესახებ საზოგადოებას ეცნობება, _ აცხადებენ შსს-ში.
ამავე თემაზე: