ბათუმი-ჩაქვის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. შემთხვევის შედეგადაც მამაკაცი გარდაიცვალა.
როგორც "გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპოორტის ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს.