ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. წინასწარი ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გარეგანათების ბოძს შეეჯახა. შემთხვევა რუსთავში მშენებელთა ქუჩაზე, მე-2 საჯარო სკოლასთან მოხდა.
ავარიის შედეგად ორი ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, მესამე კი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც "გურია ნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.