"რესპუბლიკელი" წყვილის _ თინა ხიდაშელისა და დავით უსუფაშვილის ოჯახი ოც წელიწადს ითვლის. ამ თარიღთან დაკავშირებით თინა ხიდაშელი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:
"20 წელი ერთად! თითქოს ბევრია, სინამდვილეში 20 დღესავით გაიფრინა. კიდევ ბევრი წელი წინ არის.
ალბათ, ასეთივე წლები იქნება, როდესაც მუდმივად "სულ ცოტა ხანს მოგიპარავ" და ბედნიერებისკენ გავფრინდები. როდესაც კვირების მანძილზე ფიქრობ, რომ აუცილებლად მოიხელთებ, სხვებისგან, საქმისგან მოიპარავ. ამ მოპარულ წუთებში კიდევ უფრო მეტი ბედნიერებაა, როცა ხანდახან გგონია, რაღაცას აშავებ, უნდა დაიმალო. თითქოს უკან, ბავშვობაში ბრუნდები, როცა შეყვარებული იყავი და მალავდი, როცა ჩუმად ხვდებოდი…
სულ მუდამ საინტერესოა შენთან ყოფნა, საამაყოა შენი ცოლობა, მადლიერი ვარ სანდროს და გიგას დედობის, კიდევ ბევრი 20 წელი ასე ვიყოთ, წინ დიდი გამოცდაა _ ბებია-ბაბუობა <3", _ წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.