https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ტელევიზიები, სააგენტოები და გაზეთები, რომლებმაც კანონი დაარღვიეს _ კომუნიკაციების კომისიის ანგარიში

13:10; 20.10.2016
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგი 2016 წლის 8 ივნისს დაიწყო და ოთხი თვის განმავლობაში 24 საათიან რეჟიმში ორმოცდაცხრა სამაუწყებლო არხს აკვირდებოდა.

მონიტორინგს დაექვემდებარა ყველა საერთო მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია. მედია მონიტორინგის პროცესში კომისიის დაკვირვების საგანი არის: წინა საარჩევნო რეკლამა; წინა საარჩევნო დებატები; ახალ ამბები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები; წინა საარჩევნო აგიტაცია.

აღნიშნულ ანგარიშს საინფორმაციო გამოშვებებში საარჩევნო სუბიექტებისათვის პირდაპირ და ირიბად დათმობილი დროის შესახებ ინფორმაცია დაემატა.

წინასაარჩევნო პროცესის მეხუთე შუალედური ანგარიში 2016 წლის 23 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. მონიტორინგის შედეგად შემდეგი შინარსიის დარღვევები გამოვლინდა:

კომისიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას საარჩევნო სუბიექტმა „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – გაერთიანებული ოპოზიციამ“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ საჩივარით 2016 წლის 26 სექტემბერს მიმართა.

დავის საგანი 2016 წლის 24 სექტემბერს ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის მიერ საეთერო ბადიდან საარჩევნო სუბიექტის „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – გაერთიანებული ოპოზიციის“ უფასო წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის მოხსნის საკითხი გახდა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საჯაროდ გავრცელებული განცხადების თანახმად,  ტელეკომპანიის შეფასებით, ვიდეორგოლი ქსენოფობიური შინაარსის მატერებელი იყო, რამაც განაპირობა მისი ეთერიდან მოხსნა. ტელეკომპანიამ აღნიშნული წინასაარჩევნო რეკლამა ამავე საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი სხვა სარეკლამო რგოლით ჩაანაცვლა.

საარჩევნო სუბიექტს მიაჩნდა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ უფლებამოსილი არ იყო ეთერიდან მოეხსნა და შეეფასებინა წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამა, რადგან საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51 მუხლის, მე-6 პუნქტის შესაბამისად, საერთო ეროვნული საეთერო მაუწყებელი ვალდებულია საერთო არჩევნებისას საარჩევნო კამპანიის დროს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღიდან თავის ეთერში ყოველ 3 საათში გამოყოს არანაკლებ 7,5 წუთისა წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად და თანაბრად და არადისკრიმინაციულად განათავსოს თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა, იმ პირობით, რომ ამ პერიოდში ერთი საარჩევნო სუბიექტისათვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამს არ აღემატებოდეს (საარჩევნო სუბიექტს შეუძლია ეს დრო რამდენიმე ნაწილად დაყოს). „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის, მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის შინაარსზე პასუხისმგებელია წინასაარჩევნო რეკლამის დამკვეთი.

საარჩევნო სუბიექტი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – გაერთიანებული ოპოზიცია“  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას საკითხის შესწავლას და შესაბამის რეაგირებას სთხოვდა.

საარჩევნო სუბიექტის მოთხოვნები იყო: 1. დაევალოს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – გაერთიანებული ოპოზიციის“ საარჩევნო რეკლამის ტელე-ეთერში აღდგენა; 2. პოლიტიკური სუბიექტისთვის  საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფასო საეთერო დროის კომპენსირება; 3. პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების წესების დარღვევის გამო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა. თუმცა განხივლის პროცესში მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის მოთხოვნა დარჩა ძალაში.

საკითხის დაინტერესებული პირების მონაწილეობით არსებითი განხილვის შემდეგ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიიჩნია, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა საარჩევნო სუბიექტთან შეთანხმების გარეშე ჩაანაცვლა „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – გაერთიანებული ოპოზიცია“ წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამა, რითაც საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51 მუხლის, მე-6 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებები დაარღვია. კომისიის გადაწყვეტილებით ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიმართ ადმინისტარციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა და რეაგირებისთვის საქალაქო (თბილისის) სასამართლოს გადაეგზავნა.

კომისიის დასკვნის თანახმად, გამოიკვეთა რიგი მაუწყებლებისა, რომელთა სამაუწყებლო ბადეში განთავსებული არ არის ახალი ამბების ან/და საზოგადოებრივ–პოლიტიკური თემატიკის პროგრამები (შპს „საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ევრაზია“, შპს „საფერავი ტვ“, შპს „ტელეკომპანია თბილისი“, შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ24“, შპს ტელეკომპანია ”I სტერეო”, ააიპ „მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“, ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“, შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“, შპს „სიგულდა“).

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებლობა არის არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა;

აღნიშნული მაუწყებლების მიმართ კომისიაში მიმდინარეობს წარმოება ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის დაკისრების მიზნით.

 ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა არჩევნებთან დაკავშირებული

საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წესის დარღვევით გამოაქვეყნა

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის მიერ მიმდინარე წლის პირველ ოქტომბერს საინფორმაციო გამოშვება „კურიერის“ (21:00 საათზე) მსვლელობისას GFK Customs Research LLC-ის მიერ ჩატარებული არჩევნებთან დაკავშირებული   საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების კანონით განსაზღვრული წესების დარღვევით გამოქვეყნების ფაქტი დაფიქსირდა. კერძოდ, ტელეკომპანიამ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე  მუხლის მე-11 პუნქტის ვ.ზ), ვ.თ), ვ.ი) და ვ.ლ) ქვეპუნქტები დაარღვია. ტელეკომპანიის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

 კომისიამ ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდი“ (ბრენდული სახელწოდება „ტაბულა“)

წინასაარჩვენო პერიოდში ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო წერილობით გააფრთხილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდი“, ბრენდული სახლწოდება „ტაბულა“ წინასაარჩვენო პერიოდში ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო წერილობით გააფრთხილა.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ასევე სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელები და მაუწყებლობაზე ავტორიზებული პირები, კენჭისყრამდე არა უგვიანეს 50-ე დღიდან კენჭისყრის დღემდე, წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის საეთერო დროის გამოყოფის დროს ვალდებულნი არიან „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესით“ დადგენილი ფორმის შესაბამისად (დანართი N1), საჯაროდ გამოაცხადონ და კომისიას ყოველკვირეულად წარმოადგინონ შემდეგი სახის ინფორმაცია: ა) რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობითაა გამოყოფილი საეთერო დრო; ბ) ერთი დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი; გ) საეთერო დროის ტარიფი; დ) გაწეული მომსახურება.

ავტორიზებულ საერთო მაუწყებლებს, მათ შორის ტელეკომპანია „ტაბულას“, ზემოაღნიშნული ვალდებულებების განმარტების მიზნით 2016 წლის 25 მაისს გაეგზავნათ კომისიის წერილი (04/1542-16; 25.05.2016), რომლის თანახმად, მათ, ასევე, ეცნობათ, რომ „საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, წინასაარჩევნო კამპანია იწყებოდა  2016 წლის 8 ივნისს.

ტელეკომპანია „ტაბულამ“  2016 წლის 11 აგვისტოს კომისიაში წარმოადგინა  წერილობითი ინფორმაცია ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების ტარიფების თაობაზე, თუმცა,  წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამისთვის საეთერო დროის გამოყოფისა და სამაუწყებლო ეთერში განთავსებასთან დაკავშირებით ინფორმაცია კომისიაში ყოველკვირეულად არ წარმოუდგენია.

საკითხის საჯარო  განხილვის შემდეგ კომისიამ ტელეკომპანია „ტაბულას“ წერილობითი გაფრთხილების გადაწყვეტილება მიიღო.

 კომისიამ ხუთ საინფორმაციო სააგენტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების წესის დარღვევით გამოქვეყნების გამო  ხუთ საინფორმაციო სააგენტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა და შემდგომი რეაგირებისთვის  თბილისის (საქალაქო) სასამართლოს გადაუგზავნა.

საუბარია, მიმდინარე წლის 23 სექტემბერს ამერიკული სოციოლოგიური კომპანია Wilson Perkins Allen Research (WPA)-ის მიერ ჩატარებული არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნებაზე.

ეს საინფორმაციო სააგენტოებია: შპს „მედიანიუსი“  – www.medianews.ge; შპს „ნიუს რუმი“  – www.ambebi.ge”; შპს „ახალი ამბები“ –  www.ipn.ge; შპს „ნიუს რუმი“ –  „www.kvirispalitra.ge“; შპს  „Georgian National News” – www.gnn.ge .

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 82–ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადებში არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება სავალდებულო ინფორმაციის გარეშე ან გამოქვეყნებასთან დაკავშირებული სხვა წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1  500 ლარის ოდენობით.

 რიგი გაზეთების მიერ, რომლებიც ფინანსდებიან ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან,

არ ხორციელდება კომისიაში ყოველკვირეული ინფორმაციის წარმოდგენა

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არჩევნების გამოცხადებიდან არჩევნების შედეგების შეჯამებამდე გაზეთები, რომლებიც ფინანსდება ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ექვემდებარებიან წინასაარჩევნო მედია მონიტორინგს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსგან, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელ ორგანოებისგან, აფხაზეთის და აჭარის ავოტნომიური რესპუბლიკების მთავრობებისგან ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული გაზეთების თაობაზე ინფორმაცია გამოითხოვა. მიღებული მონაცემების დამუშავების შედეგად, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში მონიტორინგს დაექვემდებარა 30 გაზეთი (გაზეთების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია კომისიის ვებ გვერდზე).

ყველა გაზეთს გაეგზავნა მოთხოვნა წინასაარჩევნო პერიოდში მონიტორინგის უზრუნველსაყოფად, „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილების დანართი  №2-ით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენის თაობაზე, თუმცა 7 გაზეთი, მიუხედავად იმისა, რომ კომისიის წერილი ჩაბარდა, ინფორმაციას არ წარმოადგენს.

აღნიშნული გაზეთებია: ახალქალაქის მუნიციპალიტეტი – გაზეთი „რეგიონის ტრიბუნა“; ახალქალაქის მუნიციპალიტეტი – გაზეთი „თვითმმართველობა“; ტყიბულის მუნიციპალიტეტი – გაზეთი „ტყიბული“; ლენტეხის მუნიციპალიტეტი – გაზეთი „სვანეთი“; გორის მუნიციპალიტეტი – გაზეთი „გორის მაცნე“; ვანის მუნიციპალიტეტი –  გაზეთი „საერთო სიტყვა“; წალენჯიხის მუნიციპალიტეტი – გაზეთი „ეგრისის მაცნე“;

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით კომისიაზე დაკისრებული ვალდებულების ჯეროვანი შასრულების მიზნით, კომისიამ საკონტროლო შესყიდვა  სცადა კერძო კომპანიების საშუალებით, თუმცა პრესის გავრცელების ბაზარზე წარმოდგენილ კომპანიებს ზემოთხსენებული გაზეთები ჩამონათვალში არ აქვთ, რის გამოც, კომისიამ კიდევ ერთხელ მიმართა შესაბამის მუნიციპალიტეტებს და სთხოვა გაზეთების წარმოდგენა.

გაზეთები, რომლებიც წარმოადგენენ წინასაარჩევნო ინფორმაციას: კასპის მუნიციპალიტეტი – გაზეთი „ახალი განთიადი“; დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტი – გაზეთი „შირაქი“; თერჯოლის მუნიციპალიტეტი – გაზეთი „თერჯილა“; ბაღდათის მუნიციპალიტეტი – „ჩემი გაზეთი“; თიანეთის მუნიციპალიტეტი – გაზეთი „თიანეთის მომავალი“; ამბროლაურის მუნიციპალიტეტი – გაზეთი „ამბროლაურის მოამბე“; წყალტუბოს მუნიციპალიტეტი – გაზეთი „ახალი წყალტუბო“; სამტრედიის მუნიციპალიტეტი – გაზეთი „სამტრედიის მაცნე“; ყვარელის მუნიციპალიტეტი – გაზეთი „ყვარელი“; ბოლნისის მუნიციპალიტეტი – გაზეთი „ბოლნისი“; მცხეთის მუნიციპალიტეტი – გაზეთი „მცხეთა“; სენაკის მუნიციპალიტეტი – გაზეთი „კოლხეთი“; ახმეტის მუნიციპალიტეტი – გაზეთი „ბახტრიონი“; ხაშურის მუნიციპალიტეტი – გაზეთი „ხაშურის მოამბე“; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა – შპს „გაზეთი აჭარა და ადჟარა“; ქარელის მუნიციპალიტეტი – გაზეთი „ქარელის მოამბე“; აბაშის მუნიციპალიტეტი – გაზეთი „აბაშის მაცნე“; ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი – გაზეთი „არშლუისი“; სიღნაღის მუნიციპალიტეტი – გაზეთი „სიღნაღი“; ონის მუნიციპალიტეტი – გაზეთი „ონი“; გურჯაანის მუნიციპალიტეტი – გაზეთი „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაცნე“; ხარაგაულის მუნიციპალიტეტი – ააიპ „მოქალაქეთა ჩართულობის და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრი“; ხობის მუნიციპალიტეტი – გაზეთი „ხობის მოამბე“.

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გაზეთ „ხაშურის მოამბეს“

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გაზეთ „ხაშურის მოამბეს“ წინასაარჩევნო აგიტაციის და წინასაარჩევნო რეკლამის წესების დარღვევის გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა და შემდგომი რეაგირებისთვის საქალაქო (ხაშურის) სასამართლოს გადაუგზავნა. სასამართლომ გაზეთის სიტყვიერი გაფრთხილების გადაწყვეტილება მიიღო.

გაზეთ „ხაშურის მოამბის“ აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულია სააგიტაციო წერილი სახელწოდებით – „არც ერთი ნაციონალი პარლამენტში“, რომელსაც არ ჰქონდა აღნიშნვნა გამოქვეყნებული მასალა იყო ფასიანი თუ უფასო პოლიტიკური რეკლამა.

საქართველოს ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსის“ და „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის შესახებ“  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს №9 დადგენილების შესაბამისად, სააგიტაციო წერილისა და პოლიტიკური რეკლამის გამოქვეყნებისას წერილის სათაურამდე და რეკლამის კუთხეში უნდა იყოს წარწერა „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“.

ანგარიში ვრცლად იხილეთ ლინკზე

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

კობახიძე: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღე შეგვახსენებს პასუხისმგებლობას, დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი

18:18; 8 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

რა წერია ევროკომისიის კვლევაში ანაკლიის პორტის შესახებ

16:36; 8 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულადი ჯილდოები გადაეცემათ

14:48; 8 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვიდეო მიმართვას ავრცელებს

13:02; 8 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – გვაქვს მკაფიო გეგმები ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით

12:22; 7 თებერვალი, 2026

ლანჩხუთის საბავშვო ბაღში ჩუტყვავილას შემთხვევა დაფიქსირდა

"იმიტომ გვინდა საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე დანაპირები შევასრულოთ"

ყველა სიახლე

საზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მაშველი ემსხვერპლა

21:07; 8.02.2026
საზოგადოება

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე გარდაიცვალა

19:16; 8.02.2026
პოლიტიკა

კობახიძე: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღე შეგვახსენებს პასუხისმგებლობას, დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი

18:18; 8.02.2026
პოლიტიკა

რა წერია ევროკომისიის კვლევაში ანაკლიის პორტის შესახებ

16:36; 8.02.2026
პოლიტიკა

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულადი ჯილდოები გადაეცემათ

14:48; 8.02.2026
სამართალი

პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, სექსუალური ხასიათის იძულების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

13:51; 8.02.2026
მსოფლიო

ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

13:19; 8.02.2026
პოლიტიკა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვიდეო მიმართვას ავრცელებს

13:02; 8.02.2026
საზოგადოება

“კლდოვანი მასა ჩამოვიდა, დროებით იკრძალება მოძრაობა”

12:43; 8.02.2026
მსოფლიო

მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

11:54; 8.02.2026
ზაფრანი

მიხეილ მესხის მაისური

11:08; 8.02.2026
სამართალი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

10:57; 8.02.2026
სამართალი

მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

10:51; 8.02.2026
ზაფრანი

სლავა და ბობიკა

10:29; 8.02.2026
ზაფრანი

„დავსაჯეთ, შავ დღეში ჩავაგდეთ გაბელიაო…“

10:16; 8.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო