"მე არასდროს წინასაარჩევნო გამოსვლებში არ მითქვამს, რომ არჩევნების პირველი ტურის დასრულებამდე ჩამოვიდოდი საქართველოში," _ განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილის მიერ საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ჩამოსვლას "ნაციონალური მოძრაობის“ პირველ ტურში გამარჯვების შემთხვევაში, მეორე ტურისთვის გეგმავდა.
„დილიდან თვალი გადავავლე ქართულ დებატებს და დისკუსიებს, რამდენიმე დღე მოწყვეტილი ვიყავი. ერთი რამ მინდა გითხრათ. მე არასდროს წინასაარჩევნო გამოსვლებში არ მითქვამს, რომ არჩევნების პირველი ტურის დასრულებამდე ჩამოვიდოდი საქართველოში.
საქმე იმაშია, რომ პირველი ტურის დასრულებამდე თუ ჩამოვიდოდი, იგივე ის ხალხი, ვინც მიკიჟინებს, თუ რატომ არ ჩამოვედი, გამომაცხადებდა სახიფათო პროვოკატორად და ივანიშვილს მიეცემოდა საფუძველი, დავედანაშაულებინე მე პირადად და ჩემი მომხრეები სამოქალაქო დაპირპისრების ინსიპირირებაში.
ჩემი პოზიცია იყო ყოველთვის ძალიან ნათელი. ჩვენ ვაპირებდით პირველ ტურში გამარჯვებას და შემდეგ უკვე ვაპირებდი მეორე ტურისთვის ჩამოსვლას, ასევე არჩევნების დაცვაში მონაწილეობის მიღებას.
მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. უპრეცედენტო მასშტაბის მანიპულაციები და გაყალბება პირველი ტურის და რეაგირება ამაზე როგორ უნდა მოხდეს ეს არის ადგილზე მყოფი აქტივისტების და ლიდერების გადასაწყვეტი, რადგან ადგილზე ისინი უკეთესად ხედავენ.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მანიპულაციების და გაყალბებეთან გათვალისწინებით მიიღო 600 ათასზე მეტი ხმა.
ეს არის ძალიან ბევრი ამ რეპრესიების და ზეწოლის პირობებში. ხალხმა გაიგო, რომ ივანიშვილმა ჩაიდინა დიდი გაყალბება და მანიპულაციები, ეს პრაქტიკულად ყველამ იცის საქართველოში, ეს არის შეუქცევადი პროცესი, რუსი ოლიგარქის მმართველობის დასუსტების.
მიუხედავად იმისა, ვინ რას ფიქრობს და საბოლოო ჯამში მიგვიყვანს გამარჯვებამდე, ახლა მნიშვნელოვანია, ერთიანობა, საბრძოლო განწყობა, მნიშვნელოვანია არ შეპუება ამ აფიორასთან, გაყალბებეთან, მანიპლაციებთან, ზეწოლასთან. ვიცი, რომ ეს რთულია, მაგრამ არშეპუება და საბოლოო ჯამში ყველაფერი გამოგვივა", – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.