პაკისტანში ინდური კონტენტის მქონე ყველა რადიო და ტელე მაუწყებელი იკრძალება. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
მედია მარეგულირებლის განცხადებით, მედიის აკრძალვა მეზობელ ქვეყნებს შორის არსებულმა დაძაბულობამ გამოიწვია.
მაუწყებლის ინფორმაციით, პაკისტანმა კინოთეატრებში ბოლივუდის ფილმების ჩვენებაც აკრძალა.
როგორც ცნობილია, ურთიერთობა პაკისტანსა და ინდოეთს შორის სექტემბრიდან დაიძაბა, როდესაც ქაშმირში ინდოეთის მიერ კონტროლირებად ბაზას სამხედროები დაესხნენ თავს, რის შედეგადაც 18 ჯარისკაცი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარში ნიუ დელი პაკისტანს ადანაშაულებს, თუმცა ისლამაბადში ინდოეთის სამხედრო ბაზაზე თავდასხმას უარყოფენ.