30 ოქტომბერსაც ჩვენ არჩევნებში აუცილებლად გავიმარჯვებთ და მარნეულის მუნიციპალიტეტში 80%-იან მხარდაჭერას მივიღებთ, – ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატმა აკმამედ იმამკულიევმა ჟურნალისტებს # 48-ე საარჩევნო უბნის წინასწარი შედეგების შეფასებისას განუცხადა.
როგორც იმამკულიევმა განმარტა, აღნიშნულ უბანზე მან განმეორებითი კენჭისყრა მოიგო.
"სამწუხაროდ, პირველ ტურში ჩვენ ვერ მოვიპოვეთ დეპუტატის მანდატი, მაგრამ მეორე ტურში ამაზე უფრო მეტი ხმით მოვიპოვებთ გამარჯვებას. დღეს ჩვენ საზოგადოებას ვაჩვენეთ, რომ 8 ოქტომბერს რაც მოხდა ამ უბანზე, იყო "ქართული ოცნების" მიერ გამოწვეული პროვოკაცია. 30 ოქტომბერს ჩვენ არჩევნებში აუცილებლად გავიმარჯვებთ და მარნეულის მუნიციპალიტეტში 80%-იან მხარდაჭერას მოვიპოვებთ", _ განაცხადა აკმამედ იმამკულიევმა.
წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნულ უბანზე იმამკულიევმა 378 ხმა მიიღო, ხოლო "ქართული ოცნების" კანდიდატმა თეიმურაზ ნავერიანმა – 307 ხმა.