საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ჰაიტის ციხიდან 170-ზე მეტი პატიმარი გაიქცა.
პატიმრებმა 5 იარაღი მოიპარეს. სააგენტოს ცნობით, გაქცევის დროს დარაჯი და ერთი პატიმარი დაიღუპა, ორი ადამიანი კი დაშავდა.
ხელისუფლებამ სამძებრო სამუშაოებში დახმარებისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე დისსლოცირებულ გაეროს მშვიდობისმყოფელებს. ამ დროისთვის დაკავებულია 11 პატიმარი.
ამ ციხის პატიმრები სპეციალურ უნიფორმას არ ატარებენ, რაც ძებნის პროცესს ართულებს. ჰაიტის ციხეებში პატიმრების რაოდენობამ უკვე კრიტიკულ ზღვარს მიაღწია.