დასრულდა მასშტაბური საქველმოქმედო გარბენი "თბილისი მარათონი 2016"б რომლის გამარჯვებული საბა ხვიჩია გახდა. მან ფინიშის ხაზი 32 წუთსა და 57 წამში გადაკვეთა.
საერთაშორიო გარბენი წელს უკვე მეხუთედ გაიმართა. გარბენიდან შემოსული თანხის გაორმაგებული რაოდენობა ამჯერად ბავშვთა ჰოსპიტლის მშენებლობას მოხმარდება.
თბილისი მარათონში 2000 მეტი მოხალისე მონაწილეობდა.