“ჩვენ ორშაბათს შევატყობინეთ ბათუმის მერიას, რომ ვაპირებთ შეკრებას იუნკერების საფლავზე. შეკრების ძირითადი თემაა, აჭარაში არსებული ვითარება. აუცილებლად შევეხებით ტრეფიკინგის პრობლემას. ამ პრობლემაზე რეაგირება მოვითხოვე შინაგან საქმეთა სამინისტროსგანაც. ის რომ აჭარა გადაქცეულია საერთაშორისო ტრეფიკინგის ეპიცენტრად, ამაზე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიც საუბრობს. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველო არის ტრეფიკინგის განმახორციელებელი ქვეყანა. ამაზე სამარცხვინო რა უნდა იყოს. პოპულარულ ენაზე რომ ვთქვათ, მთავრობა ამხილეს სუტინიორობაში” _ აცხადებს ბაღათურია.