"გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, წუხლ გვიან ღამით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში ხომერიკების ოჯახზე თავდასხმა მოხდა.
სამი შეიარაღებული პირი ხომერიკების სახლში ცივი იარაღითა და ნიღბებით შეიჭრა; ოჯახის ქალბატონს ფულადი თანხა და მობილური წაართვეს.
შსს პრესსმასახურის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სსკ. 179 მუხლით მიმდინარეობს.