სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებას, მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმასთან დაკავშირებით თანაპარტიელები ეხმაურებიან. "ნაციონლურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ რულოვსის გადაწყვეტილება გადაწყვეტილება არ იყო შეთანხმებული პარტიასთან.
სერგო რატიანის თქმით, მეორე ტურების წინ რულოვსის გადაწყვეტილება გარკვეულწილად დამაზიანებელია.„ საზოგადოებამ იცის, რომ "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" მიიღო მეორე ტურებში მონაწილების გადაწყვეტილება. ეს მნიშვნელოვანია, რომ ივანიშვილს საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰქონდეს. ჩვენ ვიცოდით, რომ ის გამოიყენებდა ყველა მეთოდს, იქნებოდა დაშინება, ძალადობა, მაგრამ ვაცნობიერებთ, რომ არმომჩეველი უნდა დავიცვათ. გადაწყვეტილება, რომელიც სანდრას უკავშირდება, ვფიქრობ, სამწუხაროა და დამაზიანებელი. ზუგდიდი ის რეგიონია, რომელშიც ჩვენ გამარჯვების მაღალი ალბათობა გვაქვს.
რულოვსის ამ გადაწყვეტილებას მიუღებელს უწოდებს გივი თარგამაძე.
„პარტიამ პოლიტსაბჭოზე მიიღო გადაწყვეტილება მეორე ტურში მონაწილეობის თაობაზე. ამიტომ სანდრას გადაწყვეტილება მიუღებელია, სამწუხაროა, ის აზიანებს მეორე ტურების კამპანიას. ბუნებრივია, ჩვენ ვიცოდით, რომ ივანიშვილი დაგვიპირისპირებდა დაშინებას, მანიპულაციას, მაგრამ იმას, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ეს მარნეულის ამომრჩეველმა დააფიქსირა. პარლამენტში შევა თუ არა სანდრა, ეს მისი გადასაწყვეტია", _ განაცხადა გივი თარგამაძემ.