"გამოძიება მყისიერად არის დაწყებული და ვფიქრობ, რომ დაადგენს ყველა დეტალს"_ განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გუშინ ცენტრი „კრწანისის“ ტერიტორიაზე მომხდარი ფაქტის კომენტირებისას. დავით სერგეენკო აცხადებს, რომ გუშაგი კანონის შესაბამისად მოქმედებდა.
„მე ვფლობ ინფორმაციას, რაც ზოგადად საზოგადოებისთვის არის მიწვდომადი. სამხედრო მოსამსახურეები მოიქცნენ წესდების შესაბამისად. რაც შეეხება შემდგომ დეტალებს, რამდენადაც ვიცი, გამოძიება მყისიერად არის დაწყებული და ვფიქრობ, რომ გამოძიება დაადგენს ყველა დეტალს", _ განაცხადა დავით სერგეენკომ.