„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სერგი კაპანაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრების მიერ პრესკონფერენციაზე გაჟღერებულ პოზიციას ეხმიანება.
„აი, „თავისუფალი დემოკრატები“, ყოჩაღ! ნამდვილი ოპოზიცია იყავით ყოველთვის!!! პრინციპული ხალხი! ონოფრიშვილმა, ცაგარეიშვილმა და აბაშიძემ პრესკონფერენცია იმისთვის გამართეს, რომ ეთქვათ, „ნაციონალებს“ მხარი არ დაუჭიროთ და მეორე ტურში ხმა „ოცნებას“ მიეცითო. ხომ არის ნამდვილი ოპოზიციური პოზიცია?! ყოველთვის თავს ვიკავებდი, რომ „თავდემებზე“ რამე მეთქვა უარყოფითი, მაგრამ ახლა უბრალოდ უნდა ვთქვა, რომ სამარცხვინო პრესკონფერენცია იყო. და მართლა მიხარია, რომ თქვენნაირი უპრინციპო ხალხი პარლამენტში აღარ იქნება. წადით ახლა და სადმე რამეს მოგიგდებენ, ალბათ და იქ იმუშავეთ. ფუჰ….“, _ წერს სერგი კაპანაძე.
რამდენიმე წუთის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილმა წევრებმა მხარდამჭერებს "ქართული ოცნების" მხარდაჭერისკენ მოუწოდათ.
ამავე თემაზე: