თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძე ყოფილი თანაგუნდელების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება. ნინო გოგუაძის თქმით, მიუღებელია პარტიის რამდენიმე ყოფილი წევრის მოწოდება იმის თაობაზე, რომ მოსახლეობამ არჩევნების მეორე ტურში მხარი „ქართულ ოცნებას“ დაუჭიროს,.
როგორც ნინო გოგუაძემ აღნიშნა, „თავისუფალი დემოკრატები“, არც ერთ მოქალაქეს არავის მხარდაჭერისკენ არ მოუწოდებენ, რადგან პარტიას მიაჩნია, რომ მოქალაქეებმა თვითონ უნდა გააკეთონ არჩევანი.
„თავისუფალი დემოკრატები“ ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხეებზე, იმიტომ, რომ დიახ, პოლიტიკოსების ამოცანაა, სახოგადოების ინფორმირება ამა თუ იმ შესაძლო საფრთხეზე. მაგრამ ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატები“ არ მოვუწოდებთ არც ერთ მოქალაქეს არავის მხარდაჭერისკენ, რადგან მიგვაჩნია, რომ მოქალაქეებმა თვითონ უნდა გააკეთონ არჩევანი ჩვენი მოწოდების გარეშე და თვითონ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა ამ არჩევანზე“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.
მისივე თქმით, „თავისუფალი დემოკრატებისთვის“ მიუღებელია იმ ხელისუფლების მხარდაჭერისკენ მოწოდება, რომლის პრინციპულ ოპოზიციაშიც არის პარტია.