ზურაბ აბაშიძემ კურიერში ჩართვისას არ გააკეთა შეფასებები მის მიერ არჩევნებამდე გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, სადაც ის ხელისუფლების მისამართით გარკვეულ ბრალდებებსაც გამოთქვამდა.
მან მისი განცხადებების ეთერში გაშვებამდე პარტიიდან წამოსვლის მთავარ მიზეზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მის მიერ პარტიის დატოვების მთავარი მიზეზი არჩევნებში დამარცხებაა.
„პარტიის დატოვების მიზეზი იყო ის, რომ პარტია დამარცხდა არჩევნებში და ჩვენ ვთქვით, რომ იმ ადამიანებს, რომელთაც სურვილი აქვთ, გააგრძელონ პარტიული საქმიანობა, გზას ვულოცავთ. ჩვენ ერთმანეთის მიმართ პოლიტიკური ვალდებულებები აღარ გვაქვს, მე ვარ აბსოლუტურად დამოუკიდებელი პიროვნება, აღარ მაქვს პარტიული კუთვნილება და ვაკეთებ იმას, რასაც ვთვლი საჭიროდ", – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
აბაშის თქმით, თუკი "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს, მას დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრება ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით და აქვე იმედს გამოთქვამს, რომ კვირიკაშვილის მთავრობა საკონსტიტუციო უმრავლესობას ქვეყნისთვის სასარგებლოდ გამოიყენებს.
„მე დღეს მაქვს კომუნიკაცია და ვხვდები იმ ადამიანებს, რომლებიც არიან დღეს ხელისუფლების წარმომადგენლები", _ განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.