"პოლიტიკა ფეხბურთი არ არის, გაიხადო ბუცი და ვეღარასდროს მოირგო", _ დღეს მიხეილ მაჭავარიანმა პოლიტიკური ტაიმ-აუტის აღების შესახებ განაცხადა.მაჭავარიანი "პარტიაში რაიმე სახის დაპირისპირებას გამორიცხავს და ამბობს, რომ დროა, ასპარეზი სხვებს დაუთმონ.
"პარლამენტში, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ხალხი შევიდა და მათ უნდა დავუთმოთ ასპარეზი. მე ვრჩები "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერად და ადამიანებს დავეხმარები ისე, როგორც მიშა მაჭავარიანი. მიმაჩნია, რომ თავის დროზე, როგორც მომიყვანა ზურაბ ჟვანიამ პოლიტიკაში, დამსვა და მითხრა, ახლა მიხედე საქმესო, ასე საჭიროა, რომ ახლა სხვა ადამიანებს მიეცეთ გაქანება. პოლიტიკა ფეხბურთი არ არის, გაიხადო ბუცი, ჩამოკიდო და აღარასდროს ჩამოხსნა, შეიძლება ჩამოხსნა და უკეთესად გააგრძელო თამაში იგივე გუნდში", _ განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.