"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკა რურუა მმართველ გუნდს საარჩევნო სიების გაყალბებაში ადანაშაულებს, _ ამის შესახებ რურუამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რურუას განცხადებით, მთაწმინდის ოლქში დამატებულია 8 ათასამდე ადამიანი, მათ შორის არიან საზღვარგარეთ მყოფებიც და გარდაცვლილებიც.
„ბოლო პერიოდში მთაწმინდაზე დამატებულია 8 ათასამდე ადამიანი, რომელიც არ ცხოვრობს არც ერთ მისამართზე. ესენი არიან მხოლოდ ის ხალხი, ვინც 2016 წელს დაამატეს სიაში. ადამიანები, რომლებიც წლებია, წასულები არიან საზღვარგარეთ. გარდაცვლილები, ვინც 2 წელია, გარდაცვლილები არიან, დაამატეს სიაში და ასევე სრულიად დაუდგენელი პირები, რომლებიც ჩაამატეს სიაში 2016 წელს. ეს სია, რომელიც ბოლო ხანებში დაემატა საარჩევნო სიაში, ბევრი მათგანის იდენტობა შესაძლოა, გამოყენებულ იქნა ჩემი ოპონენტის სასარგებლოდ. ეს ცხადია არის გაყალბება და მეორე ტურში ჩვენ ამას არ დავუშვებთ" – განაცხად ნიკა რურუამ.