შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურისთვის შს სამინისტრო მობილიზებულია და არანაირ გართულებებს არ დაუშვებს.
"საერთაშორისო ექსპერტებმაც აღიარეს, რომ არჩევნები ჩატარდა მშვიდ ვითარებაში, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე გამონაკლისს. მეორე ტურზეც სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ არჩევნები ჩატარდება მშვიდ ვითარებაში, ჩვენს მოქალაქეებს მიეცემათ საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვის საშუალება. შსს მობილიზებულია და არ დაუშვებს არანაირ გართულებებს", _ განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.