ცესკოს ინფორმაციით, ამ დროისთვის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 115302-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 4.65%-ია.
ოლქების მიხედვით, ყველაზე მეტი ამომრჩეველი დაფიქსირდა 37-ე მაჟორიტარული ოლქის მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე, სადაც გამოცხადდა ამომრჩეველთა 9%.
ახალციხე-ადიგენის 44-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით, 6.5% დაფიქსირდა.
ბაღდათის და ხარაგაულის 51-ე მაჟორიტარულ ოლქში 6.7% დაფიქსირდა ამომრჩეველთა აქტივობის. ასევე მაღალი აქტივობაა დაფიქსირებული ლანჩხუთისა და ჩოხატაურის 60-ე მაჟორიტარულ ოლქში, სადაც მისული ამომრჩევლების რაოდენობამ 6.6% შეადგინა.