დამკვირვებლის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა.
ცესკო-ს სპიკერის, ანა მიქელაძეს განცხადებით, მთაწმინდის მე-20 საარჩევნო უბანზე, საუბნო საარჩევნო კომისიამ საარჩევნო უბანი ორგანიზაცია „მომავლის არჩევანის“ დამკვირვებელს დაატოვებინა.
„აღნიშნული პირი კომისიის საქმიანობაში, კონკრეტულად კი, მდივნის ფუნქციებში ერეოდა. ამის გამო, საოლქო საარჩევნო კომისიამ აღნიშნულ პიროვნებას საარჩევნო უბანი დაატოვებინა“, _ განმარტა მიქელაძემ.