ლანჩხუთისა და ჩოხატაურის #60-ე მაჟორიტარულ ოლქში საკამოდ მაღალი აქტივობა ფიქსირდება. ამ დროის მონაცემებით, ლანჩხუთის საარჩევნო ოლქში, რომელშიც ოზურგეთის ექვსი სოფელი შედის 6293 ამომრჩეველმა ( 19,81%) უკვე გააკეთა არჩევანი.
ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 8 ოქტომბერს, ამ დროისთვის არჩევანი ამომრჩეველთა 26.89%-ს ჰქონდა გაკეთებული.
რაც შეეხება ჩოხატაურს _ ამ დროის მონაცემებით არჩევნებში მონაწილეობა 3869 ამომრჩეველმა მიიღო ( 20%).
8 ოქტომბერს, ამ დროისთვის, ჩოხატაურში ამომრჩეველთა 29%-ს ჰქონდა არჩევანი გაკეთებული.