https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    „მკაცრად დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს“ _ ვის მხარეზეა ირანის არმია

    დაპატიმრებულია შვეიცარიაში მდებარე იმ ბარის მეპატრონე, რომელში გაჩენილი ხანძრის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა

    ტრამპი: აშშ-ს გრენლანდიის ფლობა სჭირდება, რომ რუსეთმა და ჩინეთმა მისი მიტაცება ვერ შეძლონ

    ფული სამშობლოს სანაცვლოდ _ აშშ გრენლადიელებისთვის თანხის დარიგებას აპირებს

    ჰამენეი: „ტრამპმა რიმ იცოდეს, როგორ მართოს ქვეყანა, საკუთარ ქვეყანას მართავდა“

    ნაგავსაყრელის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    „მკაცრად დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს“ _ ვის მხარეზეა ირანის არმია

    დაპატიმრებულია შვეიცარიაში მდებარე იმ ბარის მეპატრონე, რომელში გაჩენილი ხანძრის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა

    ტრამპი: აშშ-ს გრენლანდიის ფლობა სჭირდება, რომ რუსეთმა და ჩინეთმა მისი მიტაცება ვერ შეძლონ

    ფული სამშობლოს სანაცვლოდ _ აშშ გრენლადიელებისთვის თანხის დარიგებას აპირებს

    ჰამენეი: „ტრამპმა რიმ იცოდეს, როგორ მართოს ქვეყანა, საკუთარ ქვეყანას მართავდა“

    ნაგავსაყრელის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

დარღვევები გადასატან ყუთთან დაკავშირებით _ რა მიზეზით არ მიიტანეს ყუთი ამომრჩევლებთან

17:10; 30.10.2016
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე გადასატან ყუთთან დაკავშირებით რამდენიმე უბანზე დარღვევები დაფიქსირდა.

"გურია ნიუსის" ინფორმაციით, დარღვევა ფიქსირდება ზესტაფონის 51-ე ოლქის 26-ე (სოფელი პირველი სვირი) და თბილისში, თემქის მე-19 ოლქის N19.09.79-ე უბნებზე.

კერძოდ, ამომრჩეველთა ნაწილს, რომელთაც გადასატანი ყუთი სჭირდებათ, შესაბამისი საუბნო კომისიების წევრთა მითითებით განცხადებები არ დაწერეს. დღეს კი, მათთან საარჩევნო ყუთი არ მიიტანეს.

როგორც ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, საუბნო საარჩევნო კომისიაში მათ რამდენიმე დღის წინ უთხრეს, რომ განცხადების დაწერა საჭირო არ იყო და ისინი ხმას იმ სიის მიხედვით მისცემდნენ, რომელიც ამავე არჩევნების პირველი ტურისთვის იყო შედგენილი, თუმცა, კანონმდებლობის მიხედვით, მეორე ტურისთვის გადასატანი ყუთის სია თავიდან უნდა შეადგინონ.

როგორც "გურია ნიუსს" ზესტაფონიდან აცნობეს, მისი ოჯახის წევრისთვის გადასატანი ყუთის მისატანად განცხადების დაწერა თავად მას უნდოდა, თუმცა, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საუბნო კომისიაში განუცხადეს, რომ ეს საჭირო არ იყო და ყუთს ისედაც მიუტანდნენ, რადგან 8 ოქტომბრის არჩევნებში ამ პირმა მონაწილეობა მიიღო.

"ხომ მიიღო თქვენმა ოჯახის წევრმა არჩევნებში 8 ოქტომბერს მონაწილეობა, ახლაც მიიღებს, განცხადების დაწერა საჭირო არ არისო, დღეს კი ჩვენთან ყუთი არ მოუტანიათ. თუმცა, ჩვენმა მეზობლების ნაწილმა, რომელთაც ასევე სჭირდებათ გადასატანი ყუთი, ხმა ჩვეულებრივ მისცეს. მათთან მისულები იყვნენ. რომ ვკითხე დაწერილი ჰქონდათ თუ არა განცხადება, რომ მათთან ყუთი მიეტანათ, აღმოჩნდა, რომ განცხადება მათაც არ დაუწერიათ. ვერ ვხვდები, რა პრინციპის მიხედვით გამოგვარჩიეს და ამოგვიღეს სიიდან. ან მათთან როგორ მიიტანეს ყუთი განცხადების და რაიმე სხვა სახის შეტყობინების გარეშე?!", _ ამბობს სოფელ პირველი სვირის მცხოვრები, რომელიც საკუთარი ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს.

№51 ზესტაფონის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კახნიაშვილი "გურია ნიუსთან" საუბრისას აცხადებს, რომ მსგავსი ინფორმაცია ოლქში შესული არ არის.

"სია, რომელიც პირველი ტურისას გადასატანი ყუთისთვის იყო შექმნილი განულებულია. მეორე ტურისთვის ყველა ამომრჩეველს თავიდან უნდა დაეწერა განცხადება შეედგინათ ეს სია, იქედან გამომდინარე, რომ ავადმყოფობის მომენტი დროებითიც შეიძლება იყოს და ხანგრძლივიც. განცხადებები, რაც მიღებულია, აბსოლუტურად ყველა დაკმაყოფილებულია, გადამოწმების შედეგად", _ აღნიშნავს კახნიაშვილი.

რაც შეეხება კიდევ ერთ ინფორმაციას, რომ გადასატანი ყუთი იმ პირებთან მივიდა, რომლებსაც განცხადება ან რაიმე სახის შეტყობინება უბანზე არ გაუკეთებიათ, კახნიაშვილი ამბობს, რომ ყველა განცხადება სარეგისტრაციო ჟურნალში უნდა იყოს დაფიქსირებული.

"დეტალურად ვერ გაგცემთ აღნიშნულთან დაკავშირებით პასუხს, მაგრამ დავაკვირდები ამ უბანს და შევისწავლი. განცხადებები ან სატელეფონო შეტყობინებები სარეგისტრაციო ჟურნალში  უნდა იყოს გატარებული. ჩემი ინფორმაციით, გადასატანი  ყუთის სიაში შეყვანილია ყველა ის ამომრჩეველი, რომლებმაც დაწერეს განცხადება ან დარეკეს კომისიაში.

თუ  სარეგისტრაციო ჟურნალში არ აქვთ მათ გატარებული განცხადება ან სატელეფონო ზარი და ისეთი ამომრჩეველია შეყვანილი გადასატანი ყუთის სიაში, ეს ნამდვილად არის დარღვევა და ამის შესახებ მოგვიანებით მოგახსენებთ. მაგრამ მგონია, რომ ასეთ პროცედურულ დარღვევას ადგილი არ ექნება.  ყველა უბანი გაფრთხილებული და გადამოწმებული მყავს ამ კუთხით. ინსტრუქციები ჩატარებული აქვთ. თუმცა პირად კონტროლზე ავიყვან ამ უბანს და მოგვიანებით მოგაწვდით ინფორმაციას", _ აღნიშნა კახნიაშვილმა.

ანალოგიური შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში, თემქის მე-19 ოლქის N19.09.79-ე უბანზე. საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი, არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს, რომ მამამისს გადასატანი ყუთი ესაჭიროება, თუმცა, იმის გამო, რომ განცხადება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მითითებით არ დაუწერიათ, დღეს ყუთი მათთან არ მიუტანიათ. მისივე ინფორმაციით, გადასატანი ყუთი არც მათ მეზობლებთან მისულა.

"მარტო მამაჩემის შემთხვევა არ არის,  კორპუსში გვყავს რამდენიმე მეზობელი, რომლებიც თავიანთი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გადაადგილება არ  შეუძლიათ. ველოდებოდით გადასატან ყუთს, მაგრამ არ მოვიდნენ. დავრეკეთ მოგვიანებით და გვითხრეს, რომ განცხადების დაწერა იყო საჭირო, როცა მანამდე ნათქვამი ჰქონდათ, რომ ეს აუცილებელი არ იყო. მოგვიანებით გვითხრეს, რომ მანქანას გამოგიგზავნით და არჩევნებზე მოგიყვანთო. ვერ დავადგინე ვინ უნდა გამოაგზავნოს ეს მანქანა "ქართულმა ოცნებამ" თუ "ნაციონალურმა მოძრაობამ". მაგრამ გაუგებარი ის იყო, გადაადგილება თუ შეუძლიათ, მაშინ თვითონაც მივიდოდნენ არჩევნებზე. მე როგორც ვიცი რამდენიმე მეზობელი ასე არის გაფრთხილებული რომ მანქანას გამოუგზავნიან. საბოლოოდ კი ამან ის გამოიწვია, არცერთთან არ მივიდა საარჩევნო ყუთი", _ აღნიშნა გამზარდიამ "გურია ნიუსთან" საუბრისას.

საიას იურისტი ირმა პავლიაშვილი  განმარტავს, რომ გადასატანი ყუთის სია მეორე ტურის შემთხვევაში თავიდან უნდა შედგენილიყო და ზესტაფონსა და თბილისში დაფიქსირებული შემთხვევები კანონდარღვევაა.

"კენჭისყრამდე არაუგვიანეს ორი დღისა უნდა შეატყობინოს ყველა იმ ამომრჩეველმა  საუბნო საარჩევნო კომისიას, რომელსაც გადასატანი ყუთი სჭირდება. ეს ყველა არჩევნების წინ პირველია თუ მეორე ტური, თავიდან უნდა შედგეს რადგან არ ვიცით, სჭირდება თუ არა კონკრეტულ ამომრჩეველს გადასატანი ყუთი იმ მომენტისთვის. განცხადება ან სატელეფონო შეტყობინება უნდა იყოს სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრირებული. საუბნო საარჩევნო კომისიას საარჩევნო დოკუმენტაცია თავიდან აქვს მიღებული არჩევნების მეორე ტურისთვის, ამიტომ ძველი ჟურნალის ჩანაწერს ვერ გამოიყენებენ.

ამ შემთხვევაში უნდა დადგეს ყუთის ბათილობის საკითხი. ყუთი დაილუქოს წავიდეს საოლქოში და შემდეგ საოლქომ იმსჯელოს გადაწყვეტილებაზე, ცალკე  დადგეს კომისიის წევრების დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულებისთვის.  კარგი იქნება კომისიის თავმჯდომარემ გადაწყვეტილება მიიღოს", _ აღნიშნავს იურისტი "გურია ნიუსთან" საუბრიასას.

ცნობისთვის, საარჩევნო კოდექსის თანახმად, გადასატანი ყუთის სიას საუბნო საარჩევნო კომისია ადგენს.    

გადასატანი საარჩევნო ყუთის სია დგება ამომრჩეველთა (გარდა კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლებისა) ერთიანი და სპეციალური სიების საფუძველზე, თუ:

ა) ამომრჩეველს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა;

ბ) ამომრჩეველი პატიმრობაში იმყოფება;

ბ1) ამომრჩეველი ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფება;

გ) ამომრჩეველი სამკურნალოდ წევს საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და მასში არ იხსნება საარჩევნო უბანი;

დ) ამომრჩეველი:

დ.ა) მსახურობს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განლაგებულ სამხედრო ნაწილში ან სასაზღვრო პოლიციის ქვედანაყოფში, რომელიც საარჩევნო უბნიდან შორსაა განლაგებული;

დ.ბ) ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის "დ" ქვეპუნქტში მითითებული პირია და კენჭისყრის პერიოდში განსაკუთრებული სამსახურებრივი პირობების ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ტოვებს სამუშაო ადგილს;

დ.გ) მსახურობს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტში, პენიტენციურ დეპარტამენტში ან პენიტენციურ დაწესებულებაში და სამსახურის პირობების გამო სამუშაო ადგილის დატოვება არ შეუძლია;

ე) იმყოფება საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, მაგრამ ძნელად მისადგომ ადგილას.

კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში მისვლის შეუძლებლობის შემთხვევაში ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიას მიმართავს კენჭისყრის დღემდე 2 დღით ადრე მაინც.

კენჭისყრის დღეს სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი ამომრჩევლის შესახებ ინფორმაციას საოლქო საარჩევნო კომისია გადასცემს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 2 დღისა. ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეჰყავთ მას შემდეგ, რაც:

ა) საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრაციაში გაატარებს და ხელმოწერით დაადასტურებს ამომრჩევლის წერილობით განცხადებას ან სატელეფონო ზეპირ განცხადებას, სატელეფონო შეტყობინების ზუსტი დროისა და შესაბამისი ტელეფონის ნომრის მითითებით;

ბ) ამომრჩეველთა ერთიან ან სპეციალურ სიაში აღინიშნება ამომრჩევლის გადაყვანა გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში, რაც დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით.

კოდექსის თანახმად, გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შესაყვანი ამომრჩევლების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა გამოიკრას კენჭისყრის შენობაში თვალსაჩინო ადგილას. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს უფლება აქვთ, გადაამოწმონ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნის საფუძვლიანობა და არჩევნების დღემდე ნებისმიერ დროს დასვან საუბნო საარჩევნო კომისიის წინაშე ამ ამომრჩევლების გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის საკითხი. აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საუბნო საარჩევნო კომისია.

" ამ მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტით განსაზღვრული ამომრჩევლების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ამომრჩევლების 3 პროცენტს. აღნიშნული რაოდენობის შევსების შემდეგ ამომრჩეველთა გადასატანი ყუთის სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია სხდომაზე დამსწრეთა ორი მესამედით.

5. გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ იგივე მონაცემები, რომლებიც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში, გარდა მისი ფოტოსურათისა, და დამატებით აღინიშნება ამ ამომრჩევლის რიგითი ნომერი ამომრჩეველთა ერთიან ან სპეციალურ სიაში.

6. გადასატანი საარჩევნო ყუთის სია მისი შედგენისთანავე თვალსაჩინო ადგილას გამოიკვრება საუბნო საარჩევნო კომისიისა და კენჭისყრის შენობებში", _ აღნიშნულია საარჩევნო კოდექსში.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

გარეთ ბეილისა და მადრიდის „რეალს“ შორის კონტრაქტი გრძელდება

"წადი, გოგო, აქედან!" _ რატომ გახდა საჭირო პატრულის გამოძახება საარჩევნო უბანზე

ყველა სიახლე

სპორტი

ოზურგეთელი მოჭიდავის წარმატება

20:28; 10.01.2026
საზოგადოება

რას უნდა მიექცეს ყურადღება სასაწავლო წლის განახლებასთან დაკავშირებით – ეპიდემიოლოგის რჩევები

19:41; 10.01.2026
სპორტი

საქართველოს ჩემპიონატიდან ოზურგეთელმა მოჭიდავეებმა შედეგები უკვე დადეს 

19:02; 10.01.2026
მსოფლიო

„მკაცრად დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს“ _ ვის მხარეზეა ირანის არმია

18:45; 10.01.2026
პოლიტიკა

საქართველოში ირანის საელჩო განცხდებას ავრცელებს

18:44; 10.01.2026
სამართალი

საპატრულო პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია უკრაინის მოქალაქე

18:21; 10.01.2026
სამართალი

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის, მუქარის და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

17:43; 10.01.2026
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: საქართველომ კიდევ ერთი წითელი ხაზი გადაკვეთა

17:12; 10.01.2026
საზოგადოება

საქველმოქმედო აქცია ოზურგეთში

14:47; 10.01.2026
პოლიტიკა

ჯუანშერ ბურჭულაძის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი ინფორმაციას ავრცელებს

12:56; 10.01.2026
საზოგადოება

“ოქროს ბირჟის” დირექტორი: მაღაზიები მუშაობს, სართულზე სადაც ხანძარი იყო, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

12:40; 10.01.2026
სპორტი

საბა მამალაძე ბრინჯაოს პრიზიორი გახდა

12:28; 10.01.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

12:22; 10.01.2026
საზოგადოება

თოვა და შეზღუდული ხილვადობა- სად შეიზღუდა მოძრაობა

12:09; 10.01.2026
Close up view of hand grenade on wooden background
ზაფრანი

„ორიგინალური“ საახალწლო სიურპრიზი

11:58; 10.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო