საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიების თავმჯდომარეებისა და მდივნის ვინაობა ცნობილია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის თავმჯდომარედ პლენუმმა ლალი ფაფიაშვილი, მეორე კოლეგიის თავმჯდომარედ თეიმურაზ ტუღუში აირჩია, ხოლო სასამართლოს მდივნის პოზიციას მერაბ ტურავა დაიკავებს.
პლენუმის დადგენილებით, პირველი კოლეგიის შემადგენლობაში შედიან: ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე), მაია კოპალეიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, მერაბ ტურავა (სასამართლოს მდივანი); ხოლო მეორე კოლეგიის შემადგენლობაში: თეიმურაზ ტუღუში (თავმჯდომარე), თამაზ ცაბუტაშვილი და ირინა იმერლიშვილი.
მეორე კოლეგიის მეოთხე წევრის ადგილი ვაკანტურია და მას საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული წევრი დაიკავებს.