საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე უცხოეთში ვიზიტისას მისი შეუძლოდ გახდომის მიზეზებს განმარტავს.
როგორც დრს თავაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის თვითმფრინავში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არ ასულა და შესაბამისად, მისი შეუძლოდ გახდომა აღნიშნულს არ უკავშირდება.
ალკოჰოლის მომხმარებელი როგორც ასეთი, ვარ ზომიერად და ვინც მე მიცნობს, ეს ძალიან კარგად იცის, _ აღნიშნა ტვაძემ და დასძინა, რომ მას სპაზმი ჰქონდა, თუმცა არ განუმარტავს, პრობლემა კონკრეტულად რაში მდგომარეობდა .
"რაც შეეხება იმას, რომ დილის 05 საათზე ალკოჰოლი მივიღე და ისე მოხდა ჩემი თვითმფრინავში ასვლა – სისულელეა, ამაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ერთ-ერთმა სააგენტომ მოითხოვა ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით და ცნობა არის წარმოდგენილი იმ კლინიკიდან, სადაც, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ამოვყავი თავი. მე რომ ალკოჰოლი მიმეღო და ისე ავსულიყავი თვითმფრინავში, როგორც ექიმები მეუბნებიან, ის სპაზმი, რაც დამემართა, არ დამემართებოდა", _ აღნიშნა თავაძემ.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის რანგში უცხოეთში პირველი ვიზიტისას, ზაზა თავაძე თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა, რის გამოც თვითმფრინავმა მარშრუტი შეცვალა, სხვა ქვეყანაში დაჯდა და ზაზა თავაძის სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა.
მაშინ მოქალაქე ნუგზარ (სულა) სულაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზაზა თავაძე ალკოჰოლური სასმელის გადაჭარბებული დოზით მიღების გამო საავადმყოფოში მოხვდა, რაც "გურია ნიუსს" საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურში არ დაუდასტურეს, თუმცა აღნიშნეს, რომ ვიზიტი დაგეგმილზე მეტი ხნით გაგრძელდება. პრესსამსახურში არ დაუკონკრეტებიათ ვიზიტის გაგრძელების მიზეზი.
ამავე თემაზე:
მოხვდა თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე უცხოეთში ვიზიტისას საავადმყოფოში