დღეს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ”ქართული ოცნების“ წევრებთან _ გია ვოლსკისთან, მანანა კობახიძესთან და გიორგი კახიანთან სამუშაო-საორგანიზაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარლამენტის აპარატის წარმომადგენლებიც.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა გია ვოლსკიმ, რომელმაც აღნიშნა, რომ უსუფაშვილთან სამომავლო ურთიერთობაზე საუბარი ნაადრევად მიაჩნია.
"დავით უსუფაშვილი დიდი ხანია პოლიტიკაშია. საინტერესო ადამიანი და პოლიტიკოსია. გაზაფხულზე რას მოიმოქმედებს, შექმნის თუ არა პოლიტიკურ პარტიას, ამის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. თუმცა ერთს ვიტყვი, რომ წარმატებული პარლამენტის თავმჯდომარის როლი და ფუნქცია გაქრა, როგორც კი პარტიულ ფორმატში გადაინაცვლა. ვნახოთ, როგორი იქნება დავით უსუფაშვილი გაზაფხულზე“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.