მისი უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედის განკარგულებით, სოფიკო ქაცარავას დიდი ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ორდენი გადაეცემა, იმ განსაკუთრებული სამსახურისთვის, რომელიც მან საქართველოს და ბრიტანეთს შორის ურთიერთობების, განსაკუთრებით კი საგანმანათლებლო ურთიერთობების გასაღრმავებლად გასწია. სოფიო საქართველოს მეორე მოქალაქეა, რომელსაც დიდი ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ჯილდო გადაეცემა.
დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯასთინ მაქენზი სმიტის მიერ ორდენის გადაცემის ცერემონია დიდი ბრიტანეთის საელჩოში ხვალ, 18:00 საათზე გაიმართება.
როგორც დიდი ბრიტანეთის ელჩმა ჯასთინ მაქენზი სმიტმა განაცხადა, ეს ჯილდო არის აღიარება იმ განსაკუთრებული შრომისა, რომელიც სოფიკომ გასწია დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი კავშირების განსამტკიცებლად.
“მოხარული ვარ, რომ მაქვს საშუალება მისი აღმატებულების სახელით სოფიკოს გადავცე ეს ჯილდო. სწორედ სოფიკოსნაირი ადამიანები უდებენ საფუძველს ქვეყნებს შორის მეგობრობას. სოფიკო არის საქართველოს და დიდი ბრიტანეთის მიმართ შრომის, თავდადების და ერთგულების ჭეშმარიტი მაგალითი”.
სოფიო ქაცარავა არის უცხო ენების სპეციალისტი, იყო ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკური მდივანი, ამავე საელჩოს პრესასთან ურთიერთობის მენეჯერი, მანამდე მუშაობდა WWF-შისოფიკო ქაცარავა დიდი ბრიტანეთის საელჩოში სხვადასხვა პოზიციებზე 2005-2016 წლებში მუშაობდა.
სოფიო ქაცარავა 2016 წლის ოქტომბერში იგი გახდა საქართველოს ახლად არჩეული პარლამენტის წევრი.