"ზოგიერთი კერძო პირის მოსაზრება, რომ ვარძიაში გაჩენილი ხანძრის გამო ეკლესიას და საპატრიარქოს უნდა ჩამოერთვას საეკლესიო ფუნქციის მქონე კულტურული ძეგლების ფლობის უფლება, არის ბოლშევიკური მიდგომის გაცოცხლების მცდელობა, რადგან ეს იყო მათი პოლიტიკა და ასეთი მიდგომით ბოლშევიკებმა დაგვამახსოვრეს თავი," _ წერს სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" დეპუტატობის კანდიდატი ზაზა გაბუნია სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, "სწორი და მართებული იქნება ვიმსჯელოთ საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებაზე იმგვარად, რომ სახელმწიფოს, ეკლესიის, მოქალაქის, საზოგადოების სამართლიანი მისწრაფება და ინტერესი დავიცვათ, მოვუაროთ და პირველადი შინაარსით შევინარჩუნოთ კულტურული მნიშვნელობის საეკლესიო ძეგლები, იქნას უზრუნველყოფილი, მით უფრო, რომ ამის ევროპული პრეცედენტები არსებობს".