ცოტა ხნის წინ გამოცემამ „People“ გამორჩეულად ჩაცმული ვარსკვლავების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა.
მანდილოსნების სიაში პირველი ადგილი გვინეტ პელტროუმ დაიკავა. ის დასახელდა ყველაზე ელეგანტურ ვარსკვლავად.
ყველაზე გაბედული და გამორჩეული ჩაცმისათვის, შემდეგი ადგილები გაინაწილეს რიანამ და დებმა კარდაშიანებმა.
ჯესიკა ალბა დასახელდა ჯინსების ყველაზე კომფორტულად ჩამცმელ ვარსკვლავად.
ყველაზე ელეგანტურად ჩაცმულ მამაკაცებს შორის დასახელდნენ: ბრედ პიტი, რობერტ პატისონი და მომღერალი ჯეი-ზი.