75 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულ ხუთივე პირს საქალაქო სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
აღნიშნულ საქმეზე განზრახ დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობისთვის დაკავებულ ბრალდებულთაგან ორი – ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მესამე ბრალდებული, არასრულწლოვანი ნინა ჩ. დუმილის უფლებას იყენებს.
ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა ნიკა სადრაძემ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი არ არის ბრალდებული მკვლელობაში, არამედ არის დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული. შესაბამისად, ის აღნიშნულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
წყარო: პირველი რადიო