მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე იქნება, ხოლო მისი პირველი მოადგილის თანამდებობას თამარ ჩუგოშვილი დაიკავეს.
ეს გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები იქნებიან გიორგი ვოლსკი, ზვიად ძიძიგური, ილია ნაკაშიძე.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი იქნება არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე – მამუკა მდინარაძე, თავმჯდომარის მოადგილე კი – დიმიტრი სამხარაძე.