მნიშვნელობა არ აქვს ვინ გახდება ამერიკის პრეზიდენტი, საქართველომ უნდა იცოდეს, რომ "დემოკრატები" და "რესპუბლიკელები" ერთნაირად უჭერენ მხარს. ნებისმიერ შემთხვევაში, ამერიკა და საქართველო გააგრძელებენ თანამშრომლობას, _ ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ–ს ელჩის მოადგილემ, ნიკოლას ბერლინერიმ განუცხადა.
"ძალიან მნიშნელოვანია საქართველომ იცოდეს, რომ "დემოკრატები" და "რესპუბლიკელები" ერთნაირად უჭერენ მხარს საქართველოს. ამერიკელ ხალხს უყვარს ქართველი ხალხი და იმის მიუხედავად, რა შედეგით დასრულდება არჩევნები, ამერიკა და საქართველლო გააგრძელებენ თანამშრომლობას", – განაცხადა ნიკოლას ბერლინერიმ სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში", სადაც საელჩოს წარმომადგენლები აშშ-ს ელჩთან ერთად ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებას ელოდებიან.