“გურია ნიუსი” ამ “მბრძანებლის” ფოტოებს წარმოგიდგენთ და იმედს ვიქონიებთ, პასუხისმგებელი პირები ჩაგვაყენებენ საქმის კურსში, ვის მიერ გაცემულ, ან რა ბრძანებას იძლეოდა ეს ადამიანი.
მცხეთაში, შემოღობილი ტერიტორიიდან საკმაოდ მოშორებით ვიდექით და ფოტორეპორტაჟზე ვმუშაობდით, როდესაც პიროვნება, რომელსაც “ქართული ოცნების” შავი ფერის მაისური ეცვა, კატეგორიულად ითხოვდა ჩვენგან, ფოტო არ გადაგვეღო. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ შევახსენეთ ჩვენი პროფესია და ავუხსენით, რომ ხელს გვიშლიდა საქმიანობაში, ის მაინც კატეგორიულად ითხოვდა მისი ბრძანების შესრულებას.
_ წადით და სხვა ადგილიდან გადაიღეთ ფოტოები, თუ გინდათ. მე ბრძანება მაქვს მიღებული და ამ ბრძანებას ვემორჩილები _ ასეთი იყო მისი განმარტება.
_ ვისგან გაქვთ ბრძანება?
_ არ ვარ ვალდებული, გითხრათ, ვისგან მივიღე ბრძანება.
_ მაჩვენეთ ბრძანება, თუ არადა, თქვენი გაურკვეველი წარმოშობის ბრძანებებს ჩვენ არ ვექვემდებარებით.
ამ კამათში იქვე, შორიახლოს მდგარი “ქართული ოცნების” წარმომადგენელი, გიორგი უძილაური შევნიშნეთ, რომელსაც ამ სიტუაციის გასარკვევად მივმართეთ.
_ ბატონო გიორგი, ხომ ვერ განგვიმარტავთ რა ბრძანებები გამოსცა “ქართულმა ოცნებამ” ფოტოების გადაღების შესახებ? სხვათაშორის, ზუსტად ანალოგიური პრეტენზია გვქონდა პრეზიდენტის პრესამსახურთან, რომელმაც ჟურნალისტებისთვის პრესსზონები მოაწყო…
_ არ ვიცი, ნამდვილად არ ვიცი. ვინ გითხრათ, არ გადაიღოთო ან რატომ?
_ წამობრძანდით და გაჩვენებთ, ვინც იძლევა ამ ბრძანებებს.
_ ვფიქრობ, უკეთესი იქნება, თუ მაგ თემაზე ნონა ყანდიაშვილს დაელაპარაკებით.
_ ნონა ყანდიაშვილს მაგ თემაზე, ერთხელ უკვე ვესაუბრეთ, როცა ჩვენს ჟურნალისტს ანალოგიური აკრძალვა დაუწესეს ოზურგეთის აქციაზე. დიდი მადლობა, აუცილებლად შეგაწუხებთ აქციის დასრულების შემდეგ ოფიციალური კომენტარისთვის.
“ბრძანების” შესრულების პროცესში
“გადამიღეთ, გადამიღეთ”_ ასე იპოზიორა ჩვენი ფოტოკამერის წინ
“ბრძანების” შემსრულებელმა
“გურია ნიუსის” მიერ “ბრძანების” შეუსრულებლობის გამო
“ბრძანების” მიმღები გაგვიბრაზდა