აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, ჰილარი კლინტონის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ჯონ პოდესტა აცხადებს, რომ დემოკრატიული პარტია არჩევნებში გამარჯვების იმედს არ კარგავს. ამავე დროს, პოდესტამ აღნიშნა, რომ ჰილარი კლინტონი დღეს განცხადებას არ გააკეთებს.
ჯონ პოდესტამ დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერებს არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოცხადებამდე სახლებში წასვლისა და გამოძინებისკენ მოუწოდა.
CNN-ის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემებით, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატს დონალდ ტრამპს უკვე ამომრჩეველთა კოლეგიის 247 ხმა აქვს, ჰილარი კლინტონს კი – 215. გამარჯვებისთვის კანდიდატს 538-წევრიანი კოლეგიის ხმათა უმრავლესობა, ანუ 270 ხმა სჭირდება.
წყარო: 2030.news