Associated Press-ის ინფორმაციით, "რესპუბლიკური პარტიის" კანდიდატმა დონალდ ტრამპმა ამომრჩეველთა კოლეგიის 276 ხმა უკვე დააგროვა.
წინასწარი შედეგებით ჰილარი კლინტონს 218 ხმა აქვს.
დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი იქნება და ის ბარაკ ობამას შეცვლის, რომელიც პრეზიდენტის თანამდებობას ორი ვადის განმავლობაში, 2008 წლიდან იკავებს.