მესტიის გზაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. სავარაუდოდ ის არა 12 ივლისს დაკარგული, 65 წლის გერმანიის მოქალაქე, წარმოშობით უკრაინელი სერგეი სმისლოვი.
გარდაცვლილი ქუთაისის პროზექტურაშია გადასვენებული.
შუახნის მამაკაცის ცხედარი მესტიასთან ახლოს ქვედა ლუხაში იპოვეს.
გარდაცვლილი ავტომობილში იყო და მას ღვედი ჰქონდა შეკრული.
სერგეი სმისლოვი კომპანია „ეპტისას“ წარმომადგენელი იყო, აღნიშნული კომპანია მესტიაში წყლის მილების გაყვანას უზრუნველყოფს. როგორც ცნობილია გერმანიის მოქალაქე კამერებმა ბოლოს დაბა ჯვრის ცენტრში დააფიქსირეს. მას კონტრაქტი 15 ივლისს ეწურებოდა, 12 ივლისს კი გაუჩინარდა. მის ოჯახის წევრებს ეჭვი ჰქონდათ, რომ სმისლოვი სოფელ უჯავადან ფულის გამოძალვის მიზნით გაიტაცეს.