ბიძინა ივანიშვილის ჩიბათის სკოლას სტუმრობდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობის" ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა ასკურავა ავრცელებს.
ეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფ.ჩიბათის საჯარო სკოლაა, რომელიც, ე.წ. "სისხლიან 9 წლის" პერიოდში აშენდა. კარგად მახსოვს, როცა ეს სკოლა პრეზიდენტმა გახსნა, გახარებულმა თქვა _ ასეთი სკოლა ჰოლანდიაში მინახავსო!
რატომ გავიხსენე: ამ უქმეებზე ამ სკოლას ყოფილი პრემიერი და ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი სტუმრობდა. მიზეზი? ხე, ხე, რომელიც, როგორც ადგილობრივები ამბობენ, საუკუნოვანია. ბ-ნ ბიძინას ეტყობა, ვიღაცამ მიაწოდა ეს ინფორმაცია ,ბ-ნო ბიძინა, თქვენ რომ ხეები "გევასებათ", ისეთი ხე ერთ ადგილას მეგულებაო. არ ვიცი, ბ-ნ ბიძინას მოეწონა თუ არა ის ხე, მაგრამ ერთი კი ნამდვილად შემიძლია ვუთხრა _ ბ-ნო ბიძინა იმ სკოლის ეზოში ორჯერ იმყოფებოდა მ.სააკაშივილი. პირველი, როცა ყოფილი ძალიან სავალალო მდგომარეობაში ყოფილი სკოლა მონახულა და მეორეჯერ, როცა დანაპირები შეასრულა და ახალი სკოლა გახსნა.
ეს, უბრალოდ, უახლოესი წარსულიდან.
ნუ წაართმევთ სკოლას ხეს! _ წერს ასკურავა.