„პედაგოგიური უნარების გამოცდები, რომელიც ერთ დროს იყო და მერე გაუქმდა, ბრუნდება, ოღონდ, ამ გამოცდას ბარიერი არ ექნება“, _ ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, „სიტყვა ”გამოცდა” არ ერქმევა. "ეს ჩემთვის ძალიან პრინციპულია, რადგან 30-წლიანი გამოცდილების მქონე პედაგოგის გამოცდა არაადეკვატური მგონია. ამას ერქმევა ”კვალიფიკაციის დადასტურება”, ”კვალიფიკაციის ამაღლება”, რაც გნებავთ, ოღონდ, გამოცდა და ბარიერი, არავითარ შემთხვევაში. პედაგოგიური უნარებისა და საგნობრივი უნარების გარდა, აუცილებლად იქნება კომპონენტი, რომელიც შეეხება მშობლებთან მუშაობას და ეს ძალიან მნიშნელოვანი სიახლე იქნება. მასწავლებლები, რომლებიც ნებაყოფლობით აირჩევენ მშობლებთან ინდივიდუალურ რეჟიმში მეტად მუშაობას, მეტი დროის ხარჯვას, ამაში კრედიტებს მიიღებენ. ასევე გვექნება კომპონენტი, რომელიც უკავშირდება სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს. მასწავლებლები, რომლებიც ნებაყოფლობით აირჩევენ ამ ბავშვებთან მეტი საათის გატარებას, ამაში კრედიტებს მიიღებენ. ასევე, აკადემიური ხარისხი კრედიტების წყარო იქნება“, _აღნიშნა ჯეჯელავამ.
როგორც მინისტრმა განაცხადა, ზამთარში საგნობრივი გამოცდა არ ჩატარდება. ალექსანდრე ჯეჯელავამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მასწავლებელი არც ერთი მასწავლებელი არ იქნება ჩაჭრილი და რამდენ ქულასაც დააგროვებს, იმის შესაბამის კრედიტს მიიღებს.
"ჩაჭრა, როგორც მოვლენა დამთავრდა“, _ განაცხადა ჯეჯელავამ.