სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” სექტემბრის თვეში ყველაზე მეტი შემოწირულობა მიიღო _ მათ 442 691 ლარის შემოწირულობა აქვთ მიღებული.
332 245 ლარის შემოწირულობა აქვს მიღებული პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს.
91 196 ლარს შეადგენს „ევროპული საქართველო -მოძრაობა თავისუფლებისთვის“ შემოწირულობა.
რაც შეეხება სხვა პარტიებს და კანდიდატებს: “სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველო – 35 ათასი ლარი; დამოუკიდებელი კანდიდატი ბესარიონ თედიაშვილი – 13 ათასი ლარი; „თავისუფალი დემოკრატები“ – 9 700 ლარი; „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“ – 4 600 ლარი; „თავისუფალი საქართველო“ – 1 010 ლარი; „ეროვნული ფორუმი“ – 350 ლარი; დამოუკიდებელი კანდიდატი კახაბერ ჭიჭინაძე – 200 ლარი.
სექტემბრის თვეში ყველაზე ცოტა შემოწირულობა აქვს მიღებული მმართველ პარტიას.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ანგარიშზე 20 ლარი პარტიის წევრს, დიმიტრი ჩქარეულს აქვს ჩარიცხული.