პოლიტიკური ცხოვრება გრძელდება, პარლამენტში და მის გარეთაც აქტიური პოლიტიკური საქმიანობა იქნება, _ ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ჯერ კიდევ მოქმედმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განუცხადა.
“პოლიტიკური ცხოვრება გრძელდება. ის არჩევნებით არ მთავრდება. პარლამენტში და პარლამენტს გარეთაც აქტიური საქმიანობა იქნება, რომელშიც მეც ვიქნები ჩართული და ბევრი სხვა ჩემი კოლეგა, რომლებიც ხვალ-ზეგ დატოვებენ პარლამენტს“, _ განუცხადა ჟურნალისტებს უსუფაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ახალარჩეული პარლამენტის შეკრებისთვის ყველაფერი მზად არის და ყველა საორგანიზაციო საკითხი დასრულებულია.
დღეს, პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის სახელით მიღება გაიმართა, სადაც ძველი და ახალი პარლამენტის წევრები იყვნენ მიწვეული. ღონისძიებაზე იმყოფებოდა გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრებთან ერთად