ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის სხდომაზე გადაწყდა, რომ უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაცია ძალაში შევა შეჩერების ახალი მექანიზმის ამოქმედებისთანავე,
„საბჭო მიიჩნევს, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია უკრაინისთვის ძალაში შევა მაშინვე, როდესაც ამოქმედდება შეჩერების შესახებ ახალი მექანიზმი“, _ ნათქვამია ევროკავშირის საბჭროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ევროკავშრის საბჭო საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების საკითხზე შეთანხმდა, თუმცა შეთანხმება ძალაში მაშინ შევა, როდესაც განახლებული შეჩერების მექანიზმი ამოქმედდება.შესაბამისად, საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭება ერთდროულად მოხდება.