პარლამენტმა კომიტეტების თავმჯდომარეები აირჩია. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შეთავაზებული თავმჯდომარეობის კანდიდატებს.
მეცხრე მოწვევის პარლამენტის კომიტეტებს უხელმძღვანელებენ:
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე – მარიამ ჯაში;
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე – რომან კაკულია;
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – თამარ ხულორდავა;
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ეკა ბესელია;
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე – სოფო ქაცარავა;
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე – ირაკლი კოვზანაძე;
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – სოფო კილაძე;