23 ნოემბერს, ქალაქ ოზურგეთში, ჭადრების ბაღში გაიმართება სახალხო დღესასწაული “ალეგრობა“. ღონისძიება 12 საათზე დაიწყება.
მოეწყობა გამოფენები და გაიმართება სხვადასხვა ღონისძიებები ღია ცის ქვეშ ჭადრების ბაღში და მუზეუმში, კულტურის ცენტრში, კოლეჯ “ჰორიზონტში“, ასევე მოეწყობა შშმ პირების ნამუშევრების გამოფენა,
5 საათზე მოხდება ,, საპატიო ოზურგეთელების“ წარდგენა _ დაჯილდოება, ჭადრების ბაღში.
გაიმართება საზეიმო კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების შემოქმედებითი ძალების მონაწილეობით ჭადრების ბაღში, მონაწილეობას მიიღებენ: კვარტეტები _ ,,გამა“, ,,ჰარმონია“, ვაჟთა ტრიო, ხალხურ საკრავთა ანსმაბლები: ,,ედელვაისი“ და ,,მარულა“, ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი ,,კრიმანჭული“, ანსამბლები: ,,შვიდკაცა“ და ,,ვახტანგური“, ინდივიდუალური შემსრულებელი რეზო ხომერიკი. ქორეოგრაფიული ანსამბლები: ,,ფესვები“, ,,მანანური“, ,,ლაშა-გიორგი“, ,,იბერია“, ჯუმბერ დუნდუას სახელობის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,მეგობრობა“ და ჯუმბერ დუნდუას სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,გურია“, ასევე, გაბრიელ ეპისკოპოსის სამრევლო სკოლის მომღერალთა გუნდი.
ღონისძიებას გალა კონცერტით დაასრულებენ ანსამბლი ,,ბათუმის“ და ცნობილი ინდივივიდუალური შემსრულებლები: სალომე ბაკურაძე, ნოდიკო ტატიშვილი, თიკა მახალდიანი, ნინი წიკლაური.