დღეს, ოზურგეთს მუნიციპალიტეტის "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში", ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა მოეწყო, რასაც დეპუტატებთან და სხვა სახელმწიფო მოხელეებთან ერთად, მოსახლეობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
_ დღეს თქვენი შენიშვნები ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, თუმცა ჯერ მინდა ციფრებზე მოგახსენოთ, თუ რა და როგორ არის გათვლილი 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ესაა აღმასრულებელი ხელისუფლების მონდომება, ეს ბიუჯეტი ყოფილიყო პროგრამული. თუ რამდენი სად და როგორ იხარჯება. ეს არის ამ ბიუჯეტის არსი. კლასიკური გაგებით, რა თქმა უნდა, ვერ იქნება პროგრამული, მაგრამ წინ გადაგმულია სერიოზული ნაბიჯები. 10 მილიონ 240 ათას 600 ლარი იქნება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი, რომელიც შემდეგ გაიზრდება კაპიტალური ტრანსფერებით, _ თქვა საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა გია მამაკაიშვილმა და კიდევ ერთხელ ჩამოთვალა პრიორიტეტები _ ინფრასტრუქტურის მშენებლობა, განათლების ხელშეწყობა, კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და მოსახლეობის ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა.
გია მამაკაიშვილმა ისაუბრა ინფრასტრუქტურულ პროექტების შესახებ. როგორც მან აღნიშნა, ეს არ იქნება ერთჯერადი პროექტები. მთავარი დევიზი 2017 წლიდან იქნება ასეთი _ არცერთი მიუვალი გზა არცერთ უბანსი! _ თქვა მ ან.
სააჯარო განხილვის პროცესში, ციფრობრივი მაჩვენებლების წარმოდგენის შემდეგ, მოსახლეობის წარმომადგენლებმა დასვეს კითხვები, რაც ამა თუ იმ სოფლის პრობლემას შეეხებოდა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის წარმომადგენელი დაინტერესდა, როდის შეკეთდება სოფლის ცენტრალური გზა, სადაც კილომეტრიანი მონაკვეთი ორმოებითაა სავსე. გია მამაკაიშვილმა განაცხადა, რომ ამ პრობლემის შესახებ ცნობილია და მომავალ წელს მოხდება პროექტირება, თუმცა, ეს იქნება გარდამავალი პროექტი.
სოფელ ნატანების წარმომადგენლმა საბავშვო ბაღის შენობის პრობლემაზე ისაუბრა, რადგან ბავშვებს ხშირად ადგილის ცვლა უწევთ და იკითხა, შეიძლება თუ არა ამ შენობას ჩაუტარდეს რემონტი, რომ აღსაზრდელებს ჰქონდეთ ისეთივე კეთილმოწყობილი საბავშვო ბაღი, როგორიც სხვა სოფლებში გაკეთდა.
მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ არჩილ ყაზაიშვილმა განმარტა, რომ შენობა, რომელშიც ახლა განთავსებულია აღნიშნული საბავშვო ბაღი, მოვალეთა რეესტრში ირიცხება, რომელსაც საგადასახადო ვალდებულება აკისრია. ამიტომ ამ ეტაპზე ასეთი ნაბიჯის გადადგმა შეუძლებელია.
"ჩვენ მოვალე ვართ, 2017 წელს ეს პროცესი დასრულდეს, უნდა მოხდეს ვალის რესტრუქტურიზაცია და შემდეგ ვიფიქროთ საბავშვო ბაღის მოწესრიგებაზე", _ თქვა ყაზაიშვილმა.
სოფელ ოზურგეთის წარმომადგენელმა ოზურგეთი-ურეკის გზის ძლიერ დაზიანებულ ზოლზე ისაუბრა, რაც ტვირთმზიდი ტრაილერების ხშირი მოძრაობის გამო, თითქმის, მწყობრიდან არის გამოსული. ასევე სოფელ ოზურგეთს აქვს სასმელი წყლის პრობლემა.
დიმიტრი კვერღელიძემ კითხვის განმარტა, რომ აღნიშნულ საქმეს ინფრასტრუქტურის სამინისტრო კურირებს და მალე მოხდება გზის რეაბილიტაცია. რაც შეეეხება წყალს, იმუშავებს სოფლის მხარდამჭერი პროგრამა და გაუკეთებელი არაფერი დარჩება.
სოფელ ასკანის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს ხელისუფლებას ახლახან დასრულებული გზის დაგების გამო, რაც დიდი ხანია აწუხებდა სოფლის მოსახლეობას და დასვეს კითხვა, თუ არის შესაძლებელი საბავშვო ანსამბლ „ასკანელის“ ფორმა-სამოსის დასაფინანსებლად, რომლებმაც ახლახან, ბათუმში, რესპუბლიკურ ფეტივალზე, პირველი ადგილი დაიკავეს.
"საბიუჯეტო სახსრებით ამის დაფინანსება შეუძლებელია. თუმცა, ვეცდებით, დავსხდეთ, მოგისმინოთ, უყურადღებოდ არ დაგტოვოთ და ვნახოთ, რა არის შესაძლებელი, _ უპასუხა გია მამაკაიშვილმა.
დამსწრე საზოგადოება, ძირითადად, კმაყოფილი დარჩა 2017 წლის პროექტით, განსაკუთრებით კმაყოფილება გამოთქვეს პროგრამული ბიუჯეტის გამო, რაც შესაძლებლობას აძლევს მოსახლეობას, იცოდეს, რაში იხარჯება ფული.
















































.gif_22759.jpg)
.gif_22762.jpg)












