სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის აღდგენის შესახებ ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. პრეზიდენტის თქმით, ეს გამოიწვევდა გაზაფხულზე პირადი შემადგენლობის ნაკლებობას.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, საშემოდგომო გაწვევის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა, როგორც თავად, ასევე, უშიშროების საბჭოს სხვა წევრებმაც.
„2013 წელს სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავდა ჩვენი შეიარაღებული ძალების განვითარებას, მიზნობრივად მიმართული იყო 2016 წელს სრულად პროფესიულ არმიაზე გადასასვლელად. ეს იყო ის დოკუმენტი, რომლითაც ჩვენ ვმუშაობდით. ეს იყო დოკუმენტი რომლითაც მე ვიმუშავე 4 მინისტრთან. ამ დოკუმენტის ბოლო შემაჯამებელი ფაზა იყო, როდესაც თინა ხიდაშელმა შეაჩერა თავდაცვის უწყებაში საშემოდგომო გაწვევა. დღევანდელი შეფასებით, რაც მინისტრმა წარმოადგინა, ჩვენ თუ ასე მომავალშიც გავაგრძელებთ, ჩვენს შეიარაღებულ ძალებს გაუჩნდება პირადი შემადგენლობის სიმცირის პრობლემა, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებდით და მინისტრის გადაწყვეტილება, რომ საშემოდგომო გაწვევა ჩატარდეს ისე, როგორც აქამდე ტარდებოდა, მხარდაჭერილია როგორც ჩემ მიერ, ისე უშიშროების საბჭოს წევთა უმრავლესობის მიერ“, _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.