"იაპონიაში მომხდარ ძლიერ მიწისძვრასთან დაკავშირებით, ქალაქ ტოკიოში საქართველოს საელჩოში 24-საათიან რეჟიმში მოქმედებს ცხელი ხაზი: (+81 70) 31805601", _ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომლითაც უწყება იაპონიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.
უწყების ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში ასევე მოქმედებს 24 საათიანი ცხელი ხაზი: (+995 32) 294 50 50.
”მოვუწოდებთ იაპონიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ საკონსულო დაწესებულებას.
იაპონიაში მიწისძვრა 22 ნოემბერს 05:59 საათზე დაფიქსირდა, რომლის ეპიცენტრი ფუკუშიმას პრეფექტურა იყო და მისმა სიმძლავრემ 7.4 მაგნიტუდა შეადგინა”, -_ ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.